Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატამ განიხილა აბორტის შესახებ კანონი


ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება დაუშვას აბორტის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუკი საქმე ეხება ქალის სიცოცხლის გადარჩენას. სავარაუდო ხიფათების ჩამონათვალში მოექცა თვითმკვლელობის შესაძლებლობაც. აღნიშნული კანონის განხილვამ კამათი გამოიწვია, განსაკუთრებით კათოლიკურ ირლანდიაში. კანონის მიღების მთავარ მიზეზად იქცა ქალის სიკვდილი, რომელსაც ექიმებმა აბორტის გაკეთებაზე, ამკრძალავი კანონის თამახმად, უარი უთხრეს. ახალი კანონი აბორტის შესახებ ძალაში მხოლოდ მაშინ შევა, როდესაც მას ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატაც მიიღებს.
XS
SM
MD
LG