სოკოლოვის თქმით, მას ბრალი იმაში ედება, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების შესახებ ყვებოდა, "მათ შორის უცხოურ ორგანიზაციებთან", რაც საფრთხედ განიხილება სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის.
16 დეკემბერს სოკოლოვთან, ასევე უფლებადამცველებთან რომან კაჩანოვთან და ლარისა ზახაროვასთან ჩხრეკა ჩატარდა "არასასურველად" მიჩნეული ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. სოკოლოვის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით საქმის აღძვრის შესახებ 18 დეკემბერს გახდა ცნობილი.
კაჩანოვი და ზახაროვა 17 დეკემბერს მოათავსეს საგამოძიებო იზოლატორში. ჯერჯერობით უცნობია საქმის დეტალები, მათ შორის ის, თუ კონკრეტულად რომელ "არასასურველ" ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ უფლებადამცველებს.
რუსეთში "არასასურველად“ გამოცხადება ნიშნავს, რომ ასეთ ორგანიზაციებს საქმიანობა ეკრძალებათ და დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ორგანიზაციებს „არასასურველად“ აცხადებენ რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით და შემდეგ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში შეაქვთ.
პუტინის ხელისუფლებას „არასასურველად“ ჰყავს გამოცხადებული არაერთი ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაკომპანია.
ფორუმი