უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას არადამაჯერებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ოფიციალურმა ვერსიამ აღნიშნულთან დაკავშირებით არსებული შეკითხვები უფრო გაუღრმავა. „ ჯერ ერთი, აბსოლუტურად გაუგებარია, თუკი ეს საქმე ერთი თვის წინ გაიხსნა, რატომ იყო დუმილი?! გარდა ამისა, ეჭვებს აღრმავებს ისიც, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ინტერნეტის მეშვეობით ამ პიროვნების მოძებნა. მოკლედ, მთელი კომპლექსია კითხვებისა, რომელიც არსებობს", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ 4 ოქტომბერს ”ტელეიმედის” გადაცემა "ღია ეთერში" საუბრისას. 3 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სოხუმში მცხოვრები ყირგიზეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია საქართველოსთვის მუქარის შემცველი „ჯიჰადის ვიდეოს“ შექმნასა და გავრცელებაში. ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს ინფორმაციის საქვეყნოდ გავრცელებაში „ტერორისტული აქტის ჩადენისკენ მოწოდების მიზნით“ და დაუსწრებლად შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფერში რუსული სპეცსამსახურები ყოფილიყო ჩართული.
ყველაზე პოპულარული
1