Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ბრალდება მოუხსნა „გრინპისის“ ერთ-ერთ აქტივისტს


გარემოს დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია, „გრინპისი“ აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ორგანიზაციის დაკავებული 30 აქტივისტიდან ერთ-ერთს ბრალდება მოუხსნა. აქტივისტები სამი თვის წინ დააკავეს არქტიკაში, ნავთობის მოპოვების საწინააღმდეგო აქციაზე, პლატფორმაზე, რომელიც კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის. აქტივისტების დაკავებას წინ უძღოდა რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ „გრინპისის“ გემ „არქტიკ სანრაიზზე“ შეჭრა. „გრინპისი“ აცხადებს, რონ, მისი ვარაუდით, დანარჩენი 29 აქტივისტის საქმეები დაიხურება. ამ ნაბიჯის ფონია რუსეთში გასულ კვირაში დამტკიცებული ამნისტია. დაკავებული აქტივისტები, რომელთა შორის რუსეთის და კიდევ 15 ქვეყნის მოქალაქეები არიან, გასულ თვეში გირაოთი გაანთავისუფლეს. თავდაპირველად მათ წაყენებული ჰქონდათ „მეკობრეობის“ ბრალდება, რომელიც შემდეგ შედარებით მსუბუქი „ხულიგნობის“ ბრალდებით შეეცვალათ.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG