Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორები აფრთხილებენ უკრაინის ხელისუფლებას


ოთხშაბათს, აშშ-ის სენატში საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის მოსმენაზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, ვისაც წვლილი მიუძღვის ოპოზიციონერი აქტივისტების დევნაში, შესაძლოა ამოქმედდეს სხვადასხვა - მათ შორის სავიზო - სანქცია: „ეს კომიტეტი ვერ დარჩება გულგრილი იმ მამაცი ადამიანების ხმების მიმართ, რომელთა თავისუფლების სურვილმაც ისინი ქუჩაში გაიყვანა,“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა რობერტ მენედესმა. მან განაცხადა, რომ სენატი არ დაელოდება თეთრი სახლის რეაქციას და მზად იქნება, გაატაროს საკუთარი სანქციები: „თუკი იანუკოვიჩის ხელისუფლება გააგრძელებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებას, რის მოწმეებიც აქამდეც არაერთხელ გავხდით, მე ვფიქრობ, რომ არ დაველოდებით სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედებებს და თავად გადავხედავთ სანქციების შემოღების და ვიზების არ გაცემის საკითხს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ძალადობის მონაწილეები არიან,“ - განაცხადა მენედესმა.
XS
SM
MD
LG