Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: ჯონ კერიმ უარი თქვა ორშაბათს რუსეთში ჩასვლაზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ უარი თქვა ორშაბათს რუსეთში ჩასვლაზე, უკრიანის კრიზისის შესახებ მოლაპარაკების გასაგრძელებლად. ლავროვმა ორშაბათს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას თქვა, რომ კერიმ მას გააცნო კრიზისის მოსაგვარებლად შემუშავებული წინადადებები, მაგრამ ეს წინადადებები ბოლომდე მისაღები არ არის რუსეთისათვის. ლავროვის თქმით, რუსეთის მხარეს მომზადებული აქვს საკუთარი წინადადებები, რომლებითაც გამიზნულია „ვითარების დაბრუნება საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში, ყველა უკრაინელის ინტერესების გათვალისწინებით“. რუსეთის საგარეო უწყება ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში გამოთქვამს შეშფოთებას „უკანონობის“ გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის რუს და რუსულენოვან მოქალაქეებს აღმოსავლეთ უკრაინაში.
XS
SM
MD
LG