Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი ტელეფონით ესაუბრა სერგეი ლავროვსა და არსენი იაცენიუკს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 22 აპრილს ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრს. ორივე საუბრის თემა უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ჟენევაში მიღწეული შეთანხმების შესრულება იყო. ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია, რადგან რუსეთი არ უწყობს ხელს კონფლიქტის განმუხტვას. ჯონ კერიმ მოუწოდა მოსკოვს - თავი შეიკაოს წამქეზებლური რიტორიკისგან და ზეგავლენა მოახდინოს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ პრო-რუსულად განწყობილ ძალებზე, რომ განიარაღდნენ ამინსტიის სანაცვლოდ. რაც შეეხება უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკთან საუბარს - ჯონ კერიმ შეაქო უკრაინის მთავრობა ჟენევის შეთანხმების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯების გამო, მათ შორის - ამნისტიის კანონის თვალსაზრისით პროგრესისა და ეუთოს მეთვალყურეთა მისიასთან თანამშრომლობის გამო.
XS
SM
MD
LG