Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურჩინოვი: უკრაინა მზად უნდა იყოს აგრესიის მოგერიებისთვის


უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა საბჭოს 18 თებერვლის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მთელი ქვეყანა მზად უნდა იყოს აგრესიის მოსაგერიებლად. ტურჩინოვის თანახმად, მუშავდება სამოქალაქო თავდაცვის ერთიანი სისტემის ღონისძიებები. ტურჩინოვის განცხადებით, ღონისძიებათა შემუშავებაზე პასუხისმგებელია მინისტრთა კაბინეტი და ის მოიცავს: „სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების ინვენტარიზაციას“, „უმაღლეს სასწავლებლებში, საშუალო სკოლებსა და სამუშაო ადგილებზე მოქალაქეების ფართო წრის მომზადებას“. ტურჩინოვმა განაცხადა: „ყველანი მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი პროვოკაციისთვის, აგრესორის მხრიდან ნებისმიერი ხელყოფისთვის და ეს არ უნდა იყოს მოულოდნელობა“. საბჭოს მდივანმა აგრეთვე აღნიშნა: „მთელი ქვეყანა მზად უნდა იყოს აგრესიის მოგერიებისთვის და სამოქალაქო თავდაცვის სისტემის ეფექტიანი გამოყენება საშუალებას მოგვცემს დავიცვათ მილიონობით მოქალაქე“.

XS
SM
MD
LG