Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი ქაშმირში თავდასხმის მომწყობთა დასჯის პირობას დებს


ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ პირობა დადო, რომ პასუხს აგებინებს ყველას, ვინც დამნაშავეა ინდოეთის მიერ მართულ ქაშმირში მდებარე სამხედრო ბაზაზე მომხდარ „მზაკვრულ“ და „სამარცხვინო“ თავდასხმაში. სულ მცირე 17 ჯარისკაცი და კიდევ 4 თავდამსხმელი დაიღუპნენ 18 სექტემბრის დილით მომხდარ თავდასხმაში ქალაქ ურიში მდებარე სამხედრო ობიექტზე. ოფიციალური ინფორმაციით თავდასხმა განახორციელა ყუმბარსატყორცნებით და ტყვიამფრქვევებით შეიარღებულმა რამდენიმე ათეულმა პირმა, რომლებიც ქაშმირში პაკისტანის ტერიტორიიდან გადავიდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

XS
SM
MD
LG