Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი საპროტესტო დგომის აქციას გამართავს


საქართველოში რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტის გამო, თბილისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალ გზაზე ე.წ. საპროტესტო დგომის აქციას გამართავს მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, პაპი საქართველოში ჩამოდის პროზელიტური მიზნით, რაც მართლმადიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. ეს შეფასება 28 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში უარყო საქართველოს საპატრიარქომ, რომელმაც მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა. საპატრიარქოს განცხადებით, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს ესტუმრება პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით. „საქართველოს საპატრიარქო პატივისცემით მიესალმება სტუმარს და იმედოვნებს, რომ მისი ჩამოსვლა ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას. ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში გამოთქმული მკვეთრად უარყოფითი პოზიცია. პაპი მესას კათოლიკებისთვის ატარებს და ეს არ შეიძლება ჩაითვალოს პროზელიტიზმის გამოვლინებად, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ“ - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ 28 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG