Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი აცხადებს ორი სავარაუდო „ტერორისტის“ ლიკვიდაციის შესახებ


აზერბაიჯანის მთავრობის განცხადებით, უშიშროების ძალებმა მოახდინეს ორი სავარაუდო ისლამისტი „ტერორისტის“ ლიკვიდაცია „რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში“ ჩატარებული ოპერაციის დროს. 28 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია ჩატარდა წინა ორ დღეში და მიზნად ისახავდა „რადიკალი კრიმინალების ჯგუფის წევრების დაპატიმრებას“. ამ ჯგუფს „კავკასიის ჯამაათად“ მოიხსენიებენ. ოფიციალური ინფორმაციით, დააპატიმრეს სავარაუდო „ტერორისტი“. ცნობაში არ არის დაკონკრეტებული, სად მოკლეს ან დააკავეს ეჭვმიტანილები. თებერვალში აზერაბიჯანში რვა მამაკაცი დააკავეს სირიასა და ერაყში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსათვის“ ბრძოლაში ეჭვმიტანით.

XS
SM
MD
LG