საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოლდავეთს გამოუყო 180 მილიონდოლარიანი კრედიტი დახმარების სახით. ფონდი აღნიშნავს ამ ქვეყანაში რეფორმების მხრივ წინსვლას. გამოყოფილი სახსრები ქვეყნის ეკონომიკის რეფორმებს უნდა მოხმარდეს. პირველი ნაწილი, 36 მილიონი, დაუყოვნებლივ გადაერიცხება კიშინიოვს. მოლდავეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს მოელიან. მან უნდა გადაწყვიტოს ამ ქვეყნის ორიენტაცია, ევროპასთან უფრო დაახლოება, თუ რუსეთისკენ სვლა.
ყველაზე პოპულარული
1