საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის ძალიან გაზრდილი და, ასევე, გაზრდილია მოხმარება. ამასთან გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს,რომ მომავალი თვეების განმავლობაში ვითარება შეიცვლება. „დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, ყველა ლოგიკით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასევე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება გარკვეული რეგულაციების კუთხით იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ლარის გამყარებას და დასტაბილურებას”, -განაცხადა პრემიერმა. ამჟამად სავალუტო ბაზარზე ერთი ამერიკული დოლარი 2,49 ლარი ღირს.
ყველაზე პოპულარული
1