Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი აშშ-იდან 3 მილიონი უკანონო ემიგრანტის გაძევების პირობას დებს


აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ იგი შეასრულებს პირობას და პრეზიდენტის პოსტზე მუშაობის დაწყების შემდეგ აშშ-იდან გააძევებს დოკუმენტების არმქონე მილიონობით მიგრანტს, მათ შორის სწრაფი დეპორტაცია შეეხება დაახლოებით 3 მილიონ არალეგალს. 13 ნოემბერს გავრცელდა ციტატა გადაცემა „60 წუთისაათვის მიცემული ინტერვიუდან, რომელშიც ტრამპი პირობას დებს, რომ იგი დააპატიმრებინებს „დამნაშავე პირებს, კრიმინალური ბიოგრაფიის ადამიანებს, ბანდიტური დაჯგუფების წევრებს და ნარკოტიკების გამსაღებლებს.“ ტრამპის თქმით, აშშ-ში მყოფი 11 მილიონი საბუთების არმქონე მიგრანტებიდან, მისი საპრეზიდენტო გეგმის თანახმად, სასწრაფო დეპორტაციას დაექვემდებარება სულ ცოტა3 მილიონი კაცი. რაც შეეხება, უსაფრთოხების მიზნით კედლის აშენებას აშშ-სა და მექსიკას შორის, ტრამპის თქმით, საზღვარზე „საჭიროა გარკვეულიადგილების შემოღობვა“.

XS
SM
MD
LG