ერაყში, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებული ქალაქის, ალ-ყაიმის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 60-ზე მეტი ადამიანი. საინფორმაციო სააგენტოები ადგილობრივ ექიმებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დაღუპულთა შორის არიან 19 ბავშვი და 12 ქალი. თვითმხილველთა ცნობით, დაიბომბა ქალაქის ცენტრი. ნაწილობრივ დაინგრა საცხოვრებელი სახლები და მეჩეთი, რომელსაც ექსტრემისტები შტაბად იყენებდნენ. „ისლამური სახელმწიფოს“ საინფორმაციო სააგენტო „ამაყმა“ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელიც მისი მტკიცებით, ასახავს ერაყის ავიაციის მიერ ალ-ყაიმში მოწყობილ სასაკლაოს. ამ კადრებში ჩანს რამდენიმე გვამი, დანგრეული შენობები და დამწვარი ავტომანქანები. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა 120 ადამიანი. ერაყის მთავრობას და არმიის სარდლობას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.
ყველაზე პოპულარული
1