Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამბურგი მასპინძლობს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას


ჰამბურგში დაიწყო ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების ორდღიანი შეხვედრა. წლევანდელი თავყრილობის მთავარი განსახილველი საკითხებია შეიარაღებული კონფლიქტები უკრაინასა და სირიაში. აი, რა განაცხადა შეხვედრის გახსნაზე გამოსვლისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა: „ეუთო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპაში თავისუფლების არსებობის საქმეში; ამ მხრივ ის, ჩემი აზრით, შეუცვლელია. აქ, ჰამბურგში, ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ ეუთოს ხელთ არსებული ინსტრუმენტები კონფლიქტის თავიდან აცილების, კონფლიქტის მართვისა და კონფლიქტისშემდგომი საქმიანობის სფეროებში.“ შეხვედრის დაწყებამდე შტაინმაიერმა რუსეთს მოუწოდა, ხელი შეუწყოს ევროპაში დაძაბულობის განმუხტვას და მხარი დაუჭიროს სირიაში დაუყოვნებელი „ჰუმანიტარული ზავის“ გამოცხადებას. შტაინმაიერის პრესსამსახურის ცნობით, ეს მოწოდებები გერმანელმა მინისტრმა გუშინ, თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის მსვლელობაში გამოთქვა.

XS
SM
MD
LG