თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, თურქი პოლიციელი, რომელმაც ანკარაში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლა, იყო მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის „ქსელის“ წევრი. თურქეთის ხელმძღვანელობა აშშ-ში მყოფი ფეთულა გიულენის მომხრეებს უწოდებს „გიულენის ტერორისტულ ქსელს“ (FETO-ს). 21 დეკემბერს, უფრო ადრე, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 20 დეკემბერს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის: თურქეთმა და რუსეთმა ვიცით, რომ რუსეთის ელჩზე თავდასხმის უკან გიულენის ქსელი დგასო. თავად გიულენმა „საზიზღარ ტერაქტად“ მოიხსენია რუსი ელჩის მკვლელობა. ანდრეი კარლოვს ცხრაჯერ ესროლეს, როცა ის ანკარაში 19 დეკემბერს ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა. თავდამსხმელი (როგორც გაირკვა, პოლიციელი მევლუთ მერთ ალტინტაში) სამართალდამცველებმა მოკლეს.
ყველაზე პოპულარული
1