Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი აქტივისტი შიმშილობას წყვეტს ცოლის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ


პატიმრობამისჯილმა ირანელმა აქტივისტმა შეწყვიტა შიმშილობა ციხეში მას მერე, რაც გაათავისუფლეს მისი ცოლი, გოლროხ ებრაჰიმი. ებრაჰიმმა, მწერალმა და აქტივისტმა, ჩვენი რადიოს ირანულ სამსახურს უთხრა, რომ ის დროებით გაუშვეს ციხიდან გირაოს სანაცვლოდ. არაშ სადეღი 24 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობდა, რადგან მისი ცოლი დააპატიმრეს გამოუქვეყნებელი მოთხრობის დაწერის გამო. მოთხრობა შეეხებოდა ირანში ადრე გავრცელებულ პრაქტიკას, - ჩაქოლვით სიკვდილის დასჯას. 2 იანვარს ციხესთან ათეულობით ადამიანმა გამოთქვა პროტესტი წყვილის განთავისუფლების მოთხოვნით.სადეღის 15 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ქვეყნის „უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულების“,„სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდის“ და„კიბერსივრცეში სიყალბის გავრცელების“ და „აიათოლა ხომეინის შეურაცხყოფის“ ბრალდებით.

XS
SM
MD
LG