Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააუქმა ბრიუსელში ევროკავშირის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გააუქმა შეხვედრა ევროპის პარლამენტის თავმჯდომარესთან ბრიუსელში, სადაც ის მოლაპარაკებებს მართავს, სხვათა შორის, ბაქოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის ახალი შეთანხმების გარშემო. ალიევმა გააუქმა შეხვედრა ანტონიო ტიაინისთან, რომელიც მასპინძლობს შეხვედრას სახელწოდებით, „აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა უწყვეტი დარღვევის“ შესახებ. შეხვედრების ერთ-ერთ ჯგუფში გაერთიანებული არიან „მეიდან ტი-ვის“ წარმომადგენელი ემინ მილი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ხაჯიდა ისმაილოვა. ისმაილოვა ბაქოში დააპატიმრეს 2014 წელს და 17 თვე გაატარა ციხეში "უკანონო მეწარმეობის“ ბრალდებით. მისი მომხრეები თვლიან, რომ ხელისუფლებამ მასზე შური იძია პრეზიდენტის ოჯახის მიმართ კრიტიკის გამო. ის შარშან გაუშვეს. ალიევი შეხვდა ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარეს ტუსკს, საგარეო პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის და სხვა ოფიციალურ პირებს.

XS
SM
MD
LG