Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიკოლა სემენას საქმის წინასწარი მოსმენა გადაიდო


რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანამშრომლის მიკოლა სემენას საქმეზე ყირიმის მთავარ ქალაქ სიმფეროპოლის სასამართლოში დღეს დანიშნული წინასწარი მოსმენა გადაიდო. სასამართლო პროცესი 28 თებერვლისთვის არის დანიშნული. სემენა აპრილში დააკავეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს, მაგრამ ყირიმის დატოვების უფლება არ მისცეს. მისთვის წაყენებული ბრალდება, რომელიც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, განპირობებულია ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატიით, რომელშიც ავტორი გამოთქვამდა კრიტიკას 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიმართ. გუშინ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ყველა ბრალდება მოუხსნას სემენას.

XS
SM
MD
LG