Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვან გოგის მუზეუმში კვლავ გამოიფინა 14 წლის წინ მოპარული ორი ნამუშევარი


ამსტერდამის ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში კვლავ გამოიფინა დიდი ჰოლანდიელი მხატვრის მე-19 საუკუნეში შესრულებული ორი ნამუშევარი, რომლებიც 14 წლის წინ მოიპარეს ღამით მომხდარი ძარცვისას. შარშან, სექტემბერში, იტალიის სამართალდამცველი უწყების თანამშრომლებმა მოპარულ ნამუშევრებს მიაგნეს დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაურის, რაფაელე იმპერიალეს საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას. იმპერიალეს ბრალად ედება კოკაინის მაფიის ქსელის ხელმძღვანელობა. ვან გოგის მუზეუმის დირექტორის თქმით, მოპარვის შემდეგ გასული 14 წლის განმავლობაში ნამუშევრები თითქმის არ დაზიანებულა.

XS
SM
MD
LG