Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში


საქართველოს სახალხო დამცველმა მედიას გააცნო ანგარიში 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. გასულ წელს სახალხო დამცველის აპარატში მოქალაქეების მიერ 8827 განცხადება/საჩივარი შევიდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2016 წლის მონიტორინგის თანახმად, საქართველოში კვლავ მწვავედ დგას პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრობლემა. 2015 წელთან შედარებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა გაზრდილია დაზიანებით შესახლებულ და პოლიციის მიმართ პრეტენზიების მქონე პირთა რაოდენობა. 2015 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია დაკავებისას ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობაც. 843 გვერდიან ანგარიშში ასევე განხილულია ქალთა და ბავშვთა, შშმ პირთა, ლგბტ თემის წარმომადგენელთა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა.

XS
SM
MD
LG