საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა. მინისტრის, ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ამ პერიოდში განხორციელდება 2500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, კერძოდ, აშენდება დაახლოებით ათასი კილომეტრი გზა, დამატებით ნახევარი მილიონი მოქალაქე მიიღებს 24-საათიან წყალმომარაგებას, შეიქმნება 7 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი და დაიხურება 29 ძველი, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის სახიფათო მუნიციპალური ნაგავსაყრელი. მინისტრის ცნობითვე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება 120-მდე სოციალური დანიშნულების ობიექტს, მათ შორის 70 საბავშვო ბაღს, 25 სპორტულ და 25 საზოგადოებრივ-კულტურული დანიშნულების ობიექტს. ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას დასაქმდება 40 ათასამდე ადამიანი. „საცხოვრებელი ადგილის რელიეფის და ამინდის მიუხედავად, ქვეყნის ყველა მოქალაქეს, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მთელი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს განათლება, განვითარდეს, დასაქმდეს და თავად დაასაქმოს და მხოლოდ სრული დატვირთვით ამუშავებული და განვითარებული ინფრასტრუქტურა მისცემს მოსახლეობას ამის შესაძლებლობას“ - განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, 2017-2020 წლებში განხორციელდება 2500-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი
ყველაზე პოპულარული
1