Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დასრულდა პუტინისა და ტილერსონის შეხვედრა 


აშშ-ის მედიის ცნობით, მოსკოვში დასრულდა დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შორის. მათი საუბარი შედგა მზარდი დაძაბულობის ფონზე, რომლის საფუძველია რუსეთის მხარდაჭერა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისადმი. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრამპის მთავრობის სახელმწიფო მდივანი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ლავროვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ტილერსონთან იყო „მნიშვნელოვანი“ და „მეტად გულახდილი“ და რომ აშშ-რუსეთის თანამშრომლობით სარგებელს ნახავს მთელი მსოფლიო. მან ასევე აღნიშნა, რომ ის და ტილერსონი შეთანხდნენ საგაგნგებო წარმომადგენლების დანიშვნაზე, რათა მათ ხელს შეუწყობენ ორმხრივ ურთიერთობებში გაუგებრობათა აღმოფხვრას. კრემლმა, რომელსაც მანამდე არ ჰქონდა გავრცელებული ინფორმაცია პუტინი-ტილერსონის შეხვედრის შესახებ, ეს ინფორმაცია დაადასტურა მათი შეხვედრის დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG