Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი


63 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილი. 1992-2003 წლებში ის იყო საქართველოს მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, 1992-1995 წლებში ეკავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. რჩეულიშვილის მეუღლე და ვაჟი, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელები მაია და გურამ რჩეულიშვილები ბრალდებულნი არიან თაღლითობასა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებაში. 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ გურამ რჩეულიშვილი, 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG