სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ, რომელიც ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვის, შეცდომით მიიტანა იერიში მოკავშირეებზე ჩრდილოეთ სირიაში და 18 მებრძოლი მოკლა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. მასში ვკითხულობთ, რომ კოალიციის საჰაერო ძალებს არასწორი კოორდინატები მიაწოდეს ქალაქ ტაბკას სამხრეთით, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებზე იერიშის მისატანად. ამის გამო დარტყმა განხორციელდა ძირითადად ქურთებით დაკომპლექტებულ სირიის დემოკრატიული ძალებზე. დაიღუპა მათი 18 მებრძოლი, რის გამოც პენტაგონი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს.
პენტაგონის ცნობით, სირიაში კოალიციის საჰაერო დარტყმისას შეცდომით მოკლეს 18 მოკავშირე მეომარი
ყველაზე პოპულარული
1