Accessibility links

რომის პაპმა დაუშვებელი უწოდა, "დედის" ასოცირებას სასიკვდილო იარაღთან


რომის პაპმა ფრანცისკემ გააკრიტიკა აშშ-ის უდიდესი არაბირთვული ბომბის სახელწოდება, რომელიც „დედა ბომბის“ სახელით არის ცნობილი. აღნიშნული ფართო მოქმედების ბომბი GBU-43, პენტაგონმა 14 აპრილს, ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან მყოფი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების წინააღმდეგ გამოიყენა. რომის პაპის თქმით დედა არ უნდა იყოს ასოცირებული სასიკვდილო იარაღთან. 6 მაისს სტუდენტებთან საუბრის დროს, რომის პაპმა თქვა, რომ „შერცხვა“, როდესაც ეს სახელი გაიგო. „დედა სიცოცხლის საწყისია, ეს კი - სიკვდილისა. და ჩვენ ამ მოწყობილობას დედას ვუწოდებთ. რა ხდება ეს?“ - იკითხა ფრანცისკემ. 14 აპრილს ავღანეთის აღმოსავლეთ რაიონში მდებარე გვირაბების კომპლექსზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ უმსხვილესი არაბირთვული, „დედა-ბომბით“ განხორციელებული შეტევის შედეგად, დაიღუპა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ 100-ზე მეტი მებრძოლი.

XS
SM
MD
LG