ბრიტანეთის პოლიცია იუწყება, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ასევე არიან დაშავებულები "სერიოზული ინციდენტის" შედეგად, რომელიც ქალაქ მანჩესტერში მოხდა, პოპულარული მუსიკის კონცერტის დროს. თვითმხილველები იუწყებიან, რომ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტის დროს გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა. ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ჩანს, როგორ ტოვებს ასობით ადამიანი კონცერტის ადგილს, პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანების თანხლებით.