Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში სროლას გადაურჩა ჩეჩენი მამაკაცი, რომელსაც პუტინის მკვლელობის მომზადებას სდებენ ბრალად


კიევში ესროლეს და დაჭრეს ჩეჩენი მამაკაცი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მკვლელობის მომზადებას სდებს ბრალად. უკრაინის პოლიციის განცხადებით, საქმე გვაქვს მკვლელობის მცდელობასთან. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამ ოსმაევს 1 ივნისს, გვიან ღამით ესროლა მამაკაცმა, რომელიც მას ერთი დღით ადრე ფრანგ ჟურნალისტად გაეცნო და ინტერვიუ სთხოვა. სამინისტროს ინფორმაციით, როცა ოსმანოვი და მისი ცოლი, ამინა ოკიევა ამ მამაკაცის მანქანაში ისხდნენ, მან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ოსმაევს ორჯერ ესროლა. საპასუხოდ ოკიევამ თავისი იარაღიდან ესროლა მამაკაცს. ორივე მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი მდგომარეობა მძიმეა. ოსმაევი უკრაინაში 2012 წლის თებერვალში დააპატიმრეს და რუსეთის ხელისუფლების თხოვნით მოგვიანებით ბრალად წაუყენეს პუტინის მკვლელობის მომზადება. 2014 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს უჭერს მხარს, მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა და უკრაინამ გადაწყვიტა ოსმაევისთვის მოეხსნა მკვლელობის მცდელობის ბრალდება. ოსმაევი და ოკიევა კიევის ძალების მხარეს იბრძოდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ კონფლიქტში, რომელსაც 2014 წლის აპრილიდან ემსხვერპლა 9900-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG