Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში უკრაინის ყოფილმა ელჩმა სასამართლოს ჩვენება მისცა იანუკოვიჩის საქმეზე


იური სერგეევი
იური სერგეევი

გაეროს უკრაინის ყოფილმა ელჩმა, იური სერგეევმა სასამართლოს ჩვენება მისცა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის საქმეზე. კიევში იანუკოვიჩს დაუსწრებლად ასამართლებენ სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. იური სერგეევმა, რომელიც გაეროში უკრაინის ელჩი იყო 2007-2015 წლებში, ისაუბრა ვითარებაზე გაეროში, უკრაინასა და რუსეთში 2014 წლის თებერვალსა და მარტში, როცა მოსკოვმა ყირიმში გააგზავნა ჯარისკაცები გამოსაცნობნიშნიანი ფორმების გარეშე, უკრაინის ამ რეგიონზე რუსეთის კონტროლის დასამყარებლად. სერგეევის თქმით, რუსეთმა იანუკოვიჩი გამოიყენა თავისი ინტერვენციისათვის, განაცხადა რა, რომ „უკრაინის კანონიერმა პრეზიდენტმა“ სთხოვა მოსკოვს, ჯარები გაეგზავნა უკრაინაში წესრიგის დასაცავად და ყირიმში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მყოფთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იანუკოვიჩმა 2014 წლის თებერვლის ბოლოს მიატოვა პრეზიდენტის პოსტი და რუსეთში გაიქცა უკრაინაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე.

XS
SM
MD
LG