Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთს მოუწოდა გავიდეს დნესტრისპირეთიდან


მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალა და შეიარაღება სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონიდან. პაველ ფილიპმა დნესტრისპირეთის დემილიტარიზებაზე ისაუბრა მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე და დასძინა, რომ ამასთანავე კიშინოვი ცდილობს დაამყაროს მოსკოვთან „დაბალანსებული და მეგობრული ურთო ერთობა“. დნესტრისპირეთი მოლდოვეთს 1990 წელს სეპარატისტული კონფლიქტის შემდეგ გამოეყო. 1992 წლიდან დნესტრისპირეთში მშვიდობას რუსი ცისფერჩაფხუტიანები იცავენ.

XS
SM
MD
LG