Accessibility links

პაკისტანის სენატში პირველად მოხვდა მარგინალიზებული ინდუსი უმცირესობის წარმომადგენელი ქალი, რომელმაც არჩევნებში დაამარცხა თალიბებთან დაკავშირებული სასულიერო პირი. 39 წლის კრიშნა კუმარი კოხლი, პაკისტანის სახალხო პარტიის წევრი, ყველაზე დაბალი კასტის წარმომადგენლად ითვლება. მისი არჩევა კი მნიშვნელოვანი მოვლენაა პაკისტანში ქალთა და უმცირესობათა უფლებების თავლსაზრისით.„სენატში მე შესაძლებლობა მექნება განვაგრძო ბრძოლა დაჩაგრული ადამიანების, განსაკუთრებით ქალების უფლებებისათვის, მათი ჯანმრთელობისა და განათლებისათვის“, - განუცხადა კუმარი კოხლიმ „ასოშიეიტედ პრესს“. მისი გამარჯვება 3 მარტს მოხდა ფარულ კენჭისყრაზე, რომელიც პარლამენტის წევრებისა და პროვინციული კრებების წევრების მონაწილეობით გაიმართა. კენჭისყრის შედეგად პარლამეტის ზედა პალატის კონტროლის უფლება მოიპოვა მმართველმა პაკისტანის მუსლიმანურმა ლიგამ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG