Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გამამართლებელი განაჩენი სალომე ტატიშვილის საქმეზე


სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება 12 წლის მოთხილამურის, სალომე ტატიშვილის დაღუპვის საქმეზე და გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ სცნო სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით და 3 წლით პატიმრობა მიესაჯა.

სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში სრიალისას დაიღუპა. მას 20 წლის გიორგი ლიპარტელიანი ზურგიდან შეეჯახა. 2017 წლის 29 დეკემბერს, საქალაქო სასამართლომ გიორგი ლიპარტელიანს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. პროკურატურა და სალომე ტატიშვილის ოჯახი განაჩენის შეცვლას და გიორგი ლიპარტელიანის სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯას ითხოვდნენ, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. დღევანდელ სხდომას არ დასწრებია გიორგი ლიპარტელიანი. ის ამჟამად პრაღაში სასწავლებლად იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG