Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი არხის ჟურნალისტი უარყოფს, რომ დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვისთვის დააკავეს


საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლში თითქმის ოთხსაათანი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ამოიღეს მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც დარეგისტრირებულია და მისი შენახვის კანონიერი უფლება აქვს. ჟურნალისტის განცხადებით, ნარკოლოგური შემოწმების შედეგად მხოლოდ მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა. „მადლობა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის წყალობითაც მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სანქციები გაუქმდა, ანუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ აღმოჩნდა“ - დაწერა ნოდარ ჩაჩუამ 27 მაისს ღამით, ფეისბუქის პირად გვერდზე. ჩაჩუა ასევე, აღნიშნავს, რომ თუ ვინმეს, ვინც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და მის ნათქვამში ეჭვი ეპარება, ადვოკატებთან გაივლის კონსულტაციას და სამართლებრივ მსვლელობას მისცემს.

მედიასაშუალებებით 26 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. საქართველოს შსს-ს ჩაჩუას შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG