Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერი შეხვედრას მართავს მეტროს გაფიცულ თანამშრომლებთან


საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თბილისი მერი, კახა კალაძე მერიის შენობაში შეხვედრას მართავს მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებთან. იუწყებიან, რომ შეხვედრას ასევე ესწრებიან ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი. მერიაში შეხვედრა მემანქანეების მოთხოვნით მიმდინარეობს. მანამდე გაფიცულ მუშაკებთან შეხვედრა გამართეს პარლამენტის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა და ქალაქის საკრებულოს წევრმა, ოთარ გრიგოლიამ. მათ მეტროს მემანქანეებს შესთავაზეს შუამავლობა კომპანიასთან მოლაპარაკებისას. დღის პირველ ნახევარში კალაძემ მეტროს მემანქანეებს მოუწოდა, „ნუ დაარღვევენ კანონს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს". კახა კალაძის ეს განცხადება მოჰყვა მეტროს მემანქანეების გაფიცვას, რის გამოც თბილისის მეტრო 4 ივნისს დილიდან დაიკეტა. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ შრომის საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 7-დან 10 ლარამდე და მოთხოვნის შესრულებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG