Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე დანაშულის მოწმისგან ღირებული ინფორმაცია ვერ მიიღო


პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა შემთხვევის ადგილზე გამოკითხეს მოწმე, რომელიც 2017 წლის 1 დეკემბერს, თავისი ავტომანქანით იმყოფებოდა დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე მეტრში. კომისიის წევრების თქმით, მოწმე ამბობს, რომ ჩხუბში 20-25 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა, მისგან რაიმე ხელშესახები ინფორმაცია ვერ მიიღეს, რადგან ირწმუნება, რომ დეტალები არ ახსოვს.

„ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ შეუძლებელია ადამიანს, რომლის წინ ხდება ასეთი დანაშაული, ეს არ დაენახა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს“ - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ. მან თავი შეიკავა წინასწარი შეფასებისგან, თუ რა შეიძლება იყოს მოწმის მსგავსი ქმედების მიზეზი. სერგი კაპანაძის ინფორმაციით, მოწმეს სავარაუდოდ, მოუწევს ახსნა-განმარტების მიცემა კომისიის გაფართოებული შემადგენლობის წინაშეც.

„საქმეში არსებობს უამრავი მოწმის ჩვენება, რომ ადამიანი, რომელიც გამოვკითხეთ, იყო შემთხვევის ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით და ამ ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ ვერაფერს იხსენებს და არ იძლევა ჩვენებას, თუ რა მოხდა“ - განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, წინასწარი დასკვნებისგან თავს შეიკავებს, თუმცა, რთულია იმის დაჯერება, რომ ხუთ მეტრში უყურებდე მოვლენებს და არ გახსოვდეს.

XS
SM
MD
LG