Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Femen-ის აქტივისტმა სავარაუდოდ, თავი მოიკლა


ოქსანა შაჩკო
ოქსანა შაჩკო

პარიზის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს უკრაინული მოძრაობის Femen-ის აქტივისტი, ოქსანა შაჩკო. წინასწარი ვერსიით, მან თავი მოიკლა. ინფორმაცია ბიბისის უკრაინულ სამსახურს დაუდასტურა მოძრაობის წევრმა, ალექსანდრა შევჩენკომ. მისი თქმით, ოქსანა შაჩკო ბოლოს ცოცხალი ნახეს 20 ივლისს, 23-ში კი მის ცხედართან ერთად ბინაში აღმოაჩინეს ინგლისურად დაწერილი ბარათი სიტყვებით: "you are all fake" (ყველანი ფეიკი ხართ.) რამდენიმე დღის წინ შაჩკომ ეს სიტყვები გამოაქვეყნა Instagram-ზეც. ფრანგული მედიასაშუალებები ოქსანა შაჩკოს ნაცნობებზე დაყრდნობით წერენ, რომ ბოლო ორ წელიწადში მან თვითმკვლელობა ორჯერ სცადა.

"რამდენადაც ვიცი, ძალიან აწუხებდა ის, რომ მსოფლიოში ყველაფერი ცუდადაა" - განუცხადა რადიო თავისუფლებას Femen-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა გუცოლმა

2008 წელს დაარსებული მოძრაობა Femen-ი უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ცნობილია თავისი აქცია-პერფორმანსებით ქალთა უფლებების დასაცავად და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG