Accessibility links

ლაოსში ჰესის დამბა ჩამოინგრა


ასობით ადამიანი ითვლება დაკარგულად ლაოსში, დამბის ჩამონგრევის შედეგად. დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ტრაგედია ლაოსის სამხრეთში, ატაპის პროვინციაში მოხდა. ჰიდროელექტროსადგურის დამბის ჩამონგრევის შედეგად წყლით დაიფარა რამდენიმე სოფელი, საიდანაც ევაკუაცია მიმდინარეობს. უსახლკაროდ დარჩა 6 ათასზე მეტი ადამიანი. დამბის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG