Accessibility links

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონი რუსეთის სამხედრო სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობის შესახებ


აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს აშშ-ის პრეზიდენტს, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ჯარიმა აარიდოს ქვეყნებს, რომლებსაც ვაშინგტონთან კარგ ურთიერთობა სურთ. ამ კანონპროექტით, სამხედრო-სამრეწველო სფეროში რუსეთთან თანამშრომლობისთვის გათვალისწინებული სანქციებისგან გათავისუფლდებიან ქვეყნები, რომლებიც რუსული შეიარაღების ნაცვლად ამერიკულს შეიძენენ. ეს პუნქტი დოკუმენტს დაემატა თავდაცვის მინისტრის თხოვნით. ჯეიმს მატისის განცხადებით, ეს ინიციატივა აშშ-თან დააახლოებს მაგალითად, ინდოეთს, რომელსაც მოსკოვთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა, თუმცა, დღეს ცდილობს რუსული ორბიტიდან გასვლას. ამავე კანოპროექტით, აშშ 6,3 მილიარდ დოლარს დახარჯავს ევროპაში რუსული აგრესიის შეკავების და ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდის მიზნით. კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა ტრამპმა შარშან,ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ითანამშრომოლებს იარაღღის და უსაფრთხოების სფეროში, აშშ-ის მხრიდან დაჯარიმდება. ამ კანონის მიზანია დასაჯონ რუსეთი ყირიმის ანექსის გამო და ასევე სირიის ომში მონაწილეობის და აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის. სენატმა ჯარიმებისგან განთავისუფლების კანონი გაუნგზავნა თეთრ სახლს და მოელიან, რომ პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG