Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა სენატორებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი წარმოადგინეს


აშშ-ის სენატორებმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გულისხმობს ყირიმის ანექსიის, სირიაში პოლიტიკის და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. დოკუმენტი გულისხმობს რუსი პოლიტიკოსების და ოლიგარქების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწსებას და ასევე ეხება ეკონომიკის ენერგეტიკის და საფინანსო სექტორებს, ასევე რუსეთის სახელმწიფო ვალს. გავლენიანი სენატორების ორპარტიული ჯგუფის თანახმად, ზომების მიზანია, კრემლის აგრესიისგან ამერიკის უსაფრთხოების დაცვა, ახალი ფინანსური სანქციები და ნატოსთვის ძლიერი მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG