Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულ ოცნებაში" უარყოფენ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეთა მობილიზებას


თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ უარყო, რომ საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებს აიძულებენ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მომხრეთა სიების წარმოდგენას. „მარტივად გეტყვით სამ რაღაცას, ეს არის: სიცრუე, სიცრუე და სიცრუე“ - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განაცხადეს, რომ რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების დირექტორებს და თანამშრომლებს ავალდებულებენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა მობილიზებას და პოტენციური მომხრეების პერსონალური მონაცემების შემცველი სიების გაგზავნას შესაბამის პირებთან.

ამავე მიზნით, საჯარო მოხელეთა მობილიზების შესახებ განაცხადა ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG