Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს


რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ მოსკოვი მხოლოდ მასზე ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. სოჭიში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე 18 ოქტომბერს სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა გამორიცხა მოსკოვის მხრიდან ყოველგვარი „გამაფრთხილებელი ბირთვული დარტყმის“ განხორციელება. თუმცა დასძინა, რომ აგრესორი წამებში მიიღებს გამანადგურებელ პასუხს. „ეს ნამდვილად იქნება გლობალური კატასტროფა, მაგრამ მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვიქნებით ამის ინიციატორები, რადგან არ განვიხლავთ გამაფრთხილებელ დარტყმას“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. რუსეთის ლიდერი ამტკიცებს, რომ რუსი იარაღისმკეთებლების მიერ შექმნილი ე.წ. ჰიპერბგერითი რაკეტები რუსეთს აძლევს სამხედრო უპირატესობას ყველა პოტენციურ მოწინააღმდგესთან შედარებით.

ვლადიმირ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:29 0:00

XS
SM
MD
LG