Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონაკოში დააკავეს რუსი მილიარდერი დმიტრი რიბოლოვლევი


მონაკოში დააკავეს რუსი მილიარდერი, საფეხბურთო კლუბ „მონაკოს“ მფლობელი დმიტრი რიბოლოვლევი. საფრანგეთის გაზეთ „ლე მონდის“ ინფორმაციით, მას კორუფციაში ეჭვმიტანის საფუძველზე დაკითხავენ. ამავე წყაროს თანახმად, რიბოლოვლევი 6 ნოემბრის დილას დააკავეს და გაჩხრიკეს მისი სახლი. ბიზნესმენმა 2011 წელს შეიძინა „მონაკოს“ საკონტროლო პაკეტი. საინფორმაციო საშუალებებში ადრე გავრცელებული ცნობებით, რიბოლოვლევი კლუბში ფულს დებდა ფინანსური წესებისათვის გვერდის ავლით. კლუბი უარყოფს ასეთ ბრალდებებს. გამოცემა „ფორბსის“ რეიტინგით, რიბოლოვლევი მე-15 ადგილზეა უმდიდრესი რუსების სიაში. მისი ქონება 7,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 2010 წლამდე ის კომპანია „ურალკალის“ ფაქტობრივ მფლობელად ითვლებოდა. ამჟამად მის ხელშია კიპროსის უდიდესი ბანკის, „Bank of Cyprus“-ის საკონტროლო პაკეტი.

XS
SM
MD
LG