Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით ერთ-ერთ უბანზე არაუფლებამოსილი პირი, პოლიციელი იმყოფებოდა


საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დაწყებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლებმა იმერეთის რეგიონში პროცედურული დარღვევების გამო დაწერეს 2 საჩივარი. წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი საჩივარი ეხება 55-ე უბანზე არაუფლებამოსილი პირის, პოლიციელის ყოფნას. დამკვირვებლების ინფორმაციით, ეს პირი ფოტოების გადაღებას ცდილობდა და უბანი შენიშვნის შემდეგ დატოვა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა ჭიათურის საარჩევნო ოლქშიც, სადაც ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ დააფიქსირა, რომ ერთიან საარჩევნო სიაში ხელმოწერით არ ჰქონდა დაფიქსირებული ბიულეტენის მიღება და ხელი მოგვიანებით მოაწერინეს. ორგანიზაციის მეთვალყურეებმა ჩანაწერთა წიგნში ასახეს კიდევ რამდენიმე პროცედურული დარღვევა, მათ შორის ტყიბულის მეორე უბანზე ამომრჩეველმა დაარღვია ხმის ფარულობა და თავისი არჩევანი კენჭისყრის კაბინის გარეთ დააფიქსირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG