Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ადმინისტრაციის შენობასთან იმართება ოლეგ სენცოვის მხარდამჭერი აქცია


მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან იმართება რეჟისორ ოლეგ სენცოვის მხარდამჭერი აქცია. ის უკავშირდება ევროპის პარლამენტის დღევანდელ ცერემონიას სახაროვის სახელობის პრემიით უკრაინელი რეჟისორის დასაჯილდოვებლად. პარლამენტის სხდომა სტრასბურგში ჩატარდება.

პუტინის ადმინისტრაციის შენობასთან პიკეტის მონაწილეებს გაშლილი აქვთ პლაკატი „ოლეგ სენცოვი. სახაროვის პრემია 2018. აზრის თავისუფლებისათვის“.

სენცოვისათვის განკუთვნილ პრემიას ევროპის პარლამენტში ცერემონიაზე გადასცემენ მის ნათესავს, ნატალია კაპლანსა და ადვოკატ დმიტრი დინზეს.

ოლეგ სენცოვს, რომელსაც რუსეთში 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ყირიმში ტერაქტების მზადების ბრალდებით, ოქტომბერში მიენიჭა სახაროვის სახელობის პრემია „აზრის თავისუფლებისათვის“.

XS
SM
MD
LG