Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაგნიტოგორსკში დაზიანებული სახლის ნანგრევებში 11 თვის ბავშვი იპოვეს


რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად ჩანგრეულ შენობაში იპოვეს 11 თვის ბავშვი, რომელმაც დღეზე მეტი გაძლო ნანგრევებში. ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორმა ბორის დუბროვსკიმ. მისი თქმით, ბავშვი გადაარჩინა იმან, რომ თბილად იყო ჩაცმული და ლოგინში იწვა.

რუსეთის მედიის ცნობით, საავადმყოფოებშია მოთავსებული ხუთი დაშავებული, მათ შორის 13 წლის მოზარდი. ამჟამინდელი მონაცემებით, დაიღუპა რვა ადამიანი და უცნობი რჩება 30-ზე მეტის ბედი.

მაგნიტოგორსკში 31 დეკემბრის დილას მოხდა აფეთქება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ სადარბაზოში.

XS
SM
MD
LG