Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართულმა ოცნებამ" იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა გადაწყვიტა


გედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა თავად გედევან ფოფხაძემ, რომელმაც პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარე სხდომა დასრულებამდე დატოვა. ფოფხაძის თქმით, ის კომიტეტში ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს.

„ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, რომლის გაპროტესტებასაც ნამდვილად არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან მოადგილე, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. ეს არის პრინციპული, თორემ გედი ფოფხაძე სულ რომ არ იყოს პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება“, - განაცხადა ფოფხაძემ და დასძინა, რომ მისი დამოკიდებულება გადაწყვეტილების მიმართ უარყოფითია. ფოფხაძის თქმით, თავის პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს ყველა საკითხთან დაკავშირებით. გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ 31 დეკემბერს აირჩიეს ეკა ბესელიას წარდგენით.

XS
SM
MD
LG