Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ადამიანი ემსხვერპლა 4 იანვრის ძლიერ ქარს ბათუმში


გარდაიცვალა 53 წლის მამაკაცი, რომელიც 4 იანვარს ბათუმში ძლიერი ქარის დროს მძიმედ დაშავდა. მისი ცხედარი საავადმყოფოდან პროზექტურაში გადაასვენეს. 53 წლის მამაკაცი ბათუმის მერიის თანამშრომელი იყო. მას ბათუმის „მედცენტრში“ ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. დაშავებულს თავის და გულ-მკერდის ტრავმა ჰქონდა მიღებული. შემთხვევა ბათუმში ჭავჭავაძის 39 ნომერთან მოხდა. ქარმა რვასართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. ჩამოშლილი სახურავის ნაწილი მოპირდაპირე მხარეს დავარდა, იქვე მყოფი ორი ადამიანი ნანგრევებს შორის მოყვა. ბათუმში 4 იანვარს დაშავებული კიდევ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება. 4 იანვარს ძლიერმა ქარმა ბათუმში შენობებს სახურავები გადახადა, ჩამსხვრეულია მაღაზიების ვიტრინები.

XS
SM
MD
LG