Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი „ტამიფლუ“ 4 სააფთიაქო ქსელში გაიყიდება


გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატის „ტამიფლუს“ დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 800 კოლოფი მედიკამენტი 4 სააფთიაქო ქსელს - პსპ-ს, ავერსს, ჯიპისისა და ფარმადეპოს გადასცა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დავით ტორუამ, სააფთიაქო ქსელების საწყობებს მედიკამენტი 5იანვრს გადაეცათ. მედიკამენტის თბილისის მასშტაბით გადანაწილების შემდეგ, დღეიდან ტამიფლუს მარაგები რეგიონებსაც მიეწოდებათ.

„ამის გარდა, საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრებს აქვთ რისკ-ჯგუფებისთვის-ორსულებისთვის, ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის უფასო მედიკამენტები.სტაციონარში ვინც მოხვდება სამკურნალოდ, იმათთვის სტაციონარებსაც აქვთ მარაგები და ისინიც უმკურნალებენ მათ პრეპარატარით. საყოველთაო ჯანდაცვა გაიღებს ხარჯებს. ანუ აქ ლაპარაკია ტამიფლუს იმ მარაგზე, რომელიც მხოლოდ ამბულატორიულ პაციენტებზეა გათვალისწინებული. ანუ იმ პაციენტებზე, რომლებიც არც რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან და არც კლინიკაში მოხვდებიან,“-აღნიშნა დავით ტორუამ. მისი განმარტებით, ფარმაცევტული კომპანიები 10 იანვრისთვის მარაგებს თავადაც შეივსებენ, მედიკამენტს მიმწოდებლისგან ისინი სწორედ რამდენიმე დღეში ელოდებიან. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრომ მათი მომარაგების გადაწყვეტილება4 დღის განმავლობაში დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით მიიღო.კომპანიებს უწყებისთვის პრეპარატის უკან დაბრუნების ვალდებულება აქვთ.

XS
SM
MD
LG