Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩცდ“-ის მსახიობი ანი ჩირაძე 1200 ლარით დააჯარიმეს


"ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, „ჩიკას“ როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1200 ლარით დააჯარიმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი კვირის წინათ მან პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ აგინა.

"ინტერპრესნიუსს" კითხვაზე, რატომ იმყოფებოდა სასამართლოში, ანი ჩირაძემ უპასუხა, რომ კომენტარის გაკეთება არ სურდა, სასამართლოში კი „მეგობარს მოჰყვა“.

XS
SM
MD
LG